თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს გარკვეული პერიოდის შემდეგ შეამოწმებენ, ვირუსისგან რაიმე კვალი ხომ არ დარჩა.
” ვგეგმავთ, რომ გაჯანმრთელებულ პაციენტებზე ჩავატაროთ კვლევა, როგორი იქნება ამ დაავადების ე.წ. long term, ანუ გრძელვადიანი შედეგები. ყველა გაწერილ პიროვნებასთან გვაქვს კონტაქტი და მათ ვეუბნებით, რომ თუ რამე სიმპტომი შეამჩნიეს, თუნდაც ისეთი, რომელიც მათი აზრით, არ არის დაკავშირებული კოვიდ 19-თან, მაინც უნდა მოგვმართონ და ჩვენ შევამოწმებთ, ხომ არ არის ეს გადატანილ დაავადებასთან დაკავშირებული. ასევე, გარკვეული დროის შემდეგ, იქნება ეს 6 თვე თუ 1 წელი, ჩვენ მათ გამოვიძახებთ და შევამოწმებთ, რამე კვალი ხომ არ დარჩა. საბედნიეროდ, ჩვენთან ჯერ არცერთ გაჯანმრთელებულ პაციენტს არ მოუმართავს რაიმე ჩივილით,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.