გიორგი გახარია- არ არის საკმარისი, რომ საქართველო კარგად უმკლავდება „კოვიდის“ რისკებს

არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს „კოვიდის“ რისკებს. მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება. ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. 

“არ არის საკმარისი ის, რომ საქართველო კარგად უმკლავდება და მართავს „კოვიდის“ რისკებს. მერწმუნეთ, როგორც კი მსოფლიო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ეს ყველას დაავიწყდება. მთავარი არის, რომ ერთდროულად ჩვენ შევძლოთ, ყველაზე ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა. მარტივია, სამყარო სხვანაირი იქნება, ამასაც გადავივლით, ამაზეც გავიმარჯვებთ, ამაზე დრო დაგვჭირდება, მაგრამ მსოფლიო იქნება ცოტა სხვანაირი, სულ სხვა გლობალური კონკურენცია იქნება. იქნება ბევრად უფრო მძაფრი ეს კონკურენცია და უფრო მომზადებულები უნდა ვიყოთ ამისთვის”,-განაცვხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, წელს საქართველო ვერ მიიღებს იმ რაოდენობის ტურისტს, როგორც შარშან მიიღო, მაგრამ ქვეყნის უპირატესობაა, რომ საქართველო ვირუსის რისკებს ეფექტიანად მართავს, რაც ეკონომიკის ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა.

ჩვენ ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიც არის – ჩვენი ისტორია, ჩვენი რვა ათასწლიანი მეღვინეობის ისტორია, ისტორიული ძეგლები, სამზარეულო, კულტურა, ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, ამას ყველაფერს უნდა დავამატოთ ის, რომ საქართველო ეფექტიანად უმკლავდება ვირუსს, ეფექტიანად მართავს ვირუსის რისკებს და შეუძლია, როგორც სწრაფი გამოვლენა, ასევე მკურნალობა. ამავე დროს, ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკა ავამოქმედოთ. ეს არის ჩვენი მიზანი და მინდა, ყველას გვესმოდეს, რომ სახელმწიფო ამას მარტო ვერ გააკეთებს. როგორც ვირუსთან ბრძოლის ნაწილში ეფექტური თანამშრომლობა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის იყო ძირითადი გასაღები იმ წარმატებისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ასე თუ ისე, სხვებთან შედარებით, ზუსტად ისევე უნდა გავაკეთოთ ბიზნესთან მიმართებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.