გოგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა 

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ფლორიდის ქალაქ ჯექსონვილში გამართულ ბრძოლაში გიგა მექსიკელ მებრძოლს დაუპირისპირდა და სამივე რაუნდში აჯობა. საერთო ჯამში MMA-ში მის ანგარიშზე 10 გამარჯვება და 2 მარცხია.