გოგი მეშველიანი-ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ქალაქ ბოლნისის გახსნა იგეგმება

სოფელ მუშევანში PCR მეთოდით, მოსახლეობის ლაბორატორიული კვლევა  გააახლდა. ინფორმაციას პარლამენტში  ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ავრცელებს.  

მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ეპიდსიტუაცია შედარებით დასტაბილურდა,თუმცა ბოლნისის მასშტაბით ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები უწყვეტად გრძელდება. 

“მლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ეპიდსიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. პრაქტიკულად ბოლო კვირის განმავლობაში ერთი გამოვლინება გვქონდა სოფელ გეტაში. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს მუშევანში, აქ სამი ჯგუფი მუშაობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოვლინებული, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურთან ერთად. ინტენსიურად მიდის ნაცხების აღება და ჩვენ ვფიქრობთ დღეს 100-130 ბიოლოგიური ნიმუშის აღება მინიმუმ უნდა მოვახერხოთ ადგილობრივი მოსახლეობისაგან და შემდგომში მიღებული ანალიზების პასუხების საფუძველზე ალბათ მათი კონტაქტების, ახლო მეზობლების და ნათესავების კვლევა გავაგრძელოთ.ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯია იმისთვის, მოგვეცეს მოგვეცეს ეტაპობრივად ჩვენი დასახლებული პუნქტების გახსნის და იზოლაციების მოხსნის საშუალება,”-აცხადებს გოგი მეშელიანი

ამასთან, მისივე ცნობით, შესაძლოა გაიხსნას ქალაქი ბოლნისი.

“პირველ რიგში ვფიქრობთ, ქალაქის გახსნას ,ვინაიდან თითქმის სამი კვირაა ქალაქ ბოლნისში პრაქტიკულად არ გამოვლენილა არც ერთი ინფიცირების ახალი შემთხვევა და მიმაჩნია, რომ ალბათ ხატისოფელზეც შეიძლება ამ მიმართულებით ფიქრი, რადგან ორ კვირაზე მეტია არც იქ დაფიქსირებულა ინფიცირების ახალი ფაქტი,”-განაცხადა გოგი მეშველიანმა