ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა-ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში COVID-19 -ის 121 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 32 გამოჯანმრთელებული და სამი გარდაცვლილია.
მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 48 ბიოლოგიური ნიმუში გადაიგზავნა, რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
როგორც გოგი მეშველიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლნისში თვითიზოლაციაში 145 ადამიანი იმყოფება, კარანტინშია 97 პირი.
“ჩვენთან მომართვის შედეგად ბავშვთა კვებით უზრუნველვყავით 70 ოჯახი;
გრძელდება შეჭირვებული ოჯახების დახმარება, სულ სურსათის პაკეტით უზრუნველყოფილია 12 567 ოჯახი,კორონავირუსის პრევენციის მიზნით,აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია,
მოხალისეთა ჯგუფების მიერ, გრძელდება ჩაკეტილი სოფლებისთვის მედიკამენტების და სურსათის მიწოდება.”-აცხადებს გოგი მეშელიანი