გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს ბრალი დაუმძიმეს

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულ მერაბ კობიაშვილს ბრალი დაუმძიმეს, – ამის შესახებ   კობიაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

როგორც კაკაბაძე განმარტავს, ნაცვლად იმისა, რომ პროკურატურას კობიაშვილის თავდასხმაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცა, თავად დაზარალებულს დაუმძიმეს ბრალი და მას უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავებიან, რაც ცემას გულისხმობს.

“ჩვენ იმედი გვქონდა, როცა პროკურატურა რეალობას კარგად შეისწავლიდა, დევნას თავად შეწყვეტდა, თუმცა, ნაცვლად ბრალის შეწყვეტისა, მას ახალი ბრალი წაუყენეს, რომელიც აბსურდული და დასაბუთებელია, ისევე როგორც, მთლიანად აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ სასამართლოში აუცილებლად მივაღწევთ უდანაშაულო, ღირსეული ადამიანის გამართლებას და მის მიმართ აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება.”-აცხადებს კაკაბაძე.

16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით.