იმოგზაურე ონლიან ევროპის ქვეყნებში და დაათვალიერე ცნობილი მუზეუმები უფასოდ – 2020 წლის 18 მაისს მსოფლიოს საერთაშორისო მუზეუმები თავისი აქტივობებით ციფრულ სამყაროში ინაცვლებს.
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა და ამ დღის აღსანიშნავად, ყოველწლიურად 150 ქვეყნის მუზეუმში ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა ღონისძიებები ეწყობა. წელს მუზეუმი დაინტერესებულ პირებს ონლაინ ექსკურსიაზე უმასპინძლებს.
ღონისძიებები ერთი გზავნილის ქვეშ ერთიანდება – მუზეუმები თანასწორობისთვის: მრავალფეროვნება და ინკლუზია!
იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს ევროპა და შეიყვაროს ხელოვნება, საერთაშორისო მუზეუმები სტუმრების ონლაინსივრცეში მისაღებად უკვე მოემზადნენ.
სტოკჰოლმის მუზეუმები / Stockholm museums – https://zurl.co/ufqH
Calouste Gulbenkian Museum – პორტუგალია – https://zurl.co/J2AC
უნგრეთის ეროვნული მუზეუმი / Hungarian National Museum – https://zurl.co/NpQo
ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმი / Vienna Art History Museum’s – https://www.insidebruegel.net/
მსოფლიოს საერთაშორისო მუზეუმების გზავნილსა და გამოწვევას უერთდება რუსთავის ისტორიული მუზეუმი. მუზეუმის დირექტორის, ნაზი პაჭიკაშვილის განცხადებით, ხვალ, 18 მაისს, 12 საათზე დაინტერესებულ პირებს ონლაინ ექსკურსია მოეწყობა.
” 18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველწლიურად ღია კარის დღეებს ვაწყობდით, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, იძულებული ვართ, ვიმოქმედოთ არსებული გამოწვევების ფარგლებში. ხვალ 12 საათზე მუზეუმის ოფიციალურ “Facebook-ის” გვერდზე ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის ჩავატარებთ ონალაინ ექსკურსიას ჩავატარებთ. ღონისძიება, ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 1საათის განმავლობაში გაგრძელდება და მუზეუმში არსებული ექსპოზიციები მაქსიმალურად წარმოვადგენთ”,- აღნიშნა ნაზი პაჭიკაშვილმა. .