ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე დე ფაქტო საზღვარი დროებით გახსნა მათთვის, ვინც მკურნალობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადიოდა და სახლში დაბრუნება სურს.
ამასთან, ყველა მოქალაქე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შევა, თვითიზოლაციაში 14-დღიან კარანტინს გადის.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვარი კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტეს. ამავე დროს, კორონავირუსი რუსეთიდან ჩასულ მოქალაქეებს აღმოუჩინეს