დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 269 ადამიანი ემსხვერპლა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 269 ადამიანი დაიღუპა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთში COVID-19-ს 31 855 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს საღამოს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მკაცრი საკარანტინო ზომების მოხსნის ეტაპობრივ გეგმას წარადგენს.