დმანისი და მუნიციპალიტეტის რვა სოფელი მაღალმთიანი დასახლებების სტატუსს მიიღებს

 საქართველოს პარლამენტში ე.წ. მთის კანონი პირველი მოსმენით გავიდა. შესაბამისად, ქალაქი დმანისი და  მუნიციპალიტეტის რვა სოფელი,ტნუსი, ქცია, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, იაღუფლო, მაშავერა და პანტიანი მაღალმთიანი დასახლებების სტატუსს მიიღებს.

დმანისი-წალკის მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილის ინიციატივა უმრავლესობამ გაიზიარა. სტატუსის მინიჭების შემდეგ,  5 733 ადამიანი მთელი რიგი სოციალური შეღავათებით ისარგებლებს.

წინასწარი ინფორმაციით, კანონპროექტი ძალაში 2020 წლის სექტემბრიდან, ანუ მიღებიდან სამ თვეში შევა.