საქართველოს პარლამენტში ე.წ. მთის კანონი პირველი მოსმენით გავიდა. შესაბამისად, ქალაქი დმანისი და მუნიციპალიტეტის რვა სოფელი,ტნუსი, ქცია, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, იაღუფლო, მაშავერა და პანტიანი მაღალმთიანი დასახლებების სტატუსს მიიღებს.
დმანისი-წალკის მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილის ინიციატივა უმრავლესობამ გაიზიარა. სტატუსის მინიჭების შემდეგ, 5 733 ადამიანი მთელი რიგი სოციალური შეღავათებით ისარგებლებს.
წინასწარი ინფორმაციით, კანონპროექტი ძალაში 2020 წლის სექტემბრიდან, ანუ მიღებიდან სამ თვეში შევა.