დმანისში აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება გააახლა

  დმანისის მუნიციპალიტეტში აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება გააახლა. ამის შესახებ tv4-ს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა.

აგრარული ბაზარი მას შემდეგ გაიხსნა, რაც ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა უზრუნველყო.

აგრარული ბაზარი ქვემო ქართლის შემდეგ მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებს: რუსთავი, მარნეული, გარდაბანი და დმანისი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან 64 ფუნქციონირებს.