დღეიდან საქართველოში სილამაზის სალონები იხსნება

დღეიდან საქართველოს ტერიტორიაზე სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებიც იხსნება. ეკონომიკის გახსნის მომდევნო ეტაპი სწორედ მსგავსი დაწესებულებების გახსნას ითვალისწინებს.

თუმცა სილამაზის სალონების ფედერაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ  მუშაობას ვერ განაგრძობენ ის ცენტრები, რომლებიც  მოლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებშია განთავსებული.

თამარ შარაშენიძეს განცხადებით სალონები ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იხსნება. დაწესებულებებს მუშაობა შესაბამისი რეგულაციების  და რეკომენდაციების გათვალისწინებით მოუწევთ.

ასევე დღეიდან იხსნება შეზღუდვა 3 ადამიანის შეკრებაზე, თუმცა ძალაში რჩება 10 ადამიანზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვა. ცვლილება არ ეხება ავტომანქანთ გადაადგილებას. მანქანაში მგზავრთა რაოდენობა კვლავ სამი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კვლავ დახურულია სავაჭრო ცენტრები და რესტორნები. 22 მაისამდე კი ქვეყანაში  საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.