დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება

18 მაისს, მსოფლიო მასშტაბით მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუზეუმები ამ დღეს ონლაინ რეჟიმში აღნიშნავენ.

მუზეუმების 2020 წლის საერთაშორისო თემაა მუზეუმები თანასწორობისთვის, მრავალფეროვნება და ინკლუზია.

კამპანიას რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც შეუერთდა. ადმინისტრაციამ ალტერნატიულ საშუალებას – ლაივ რეჟიმს მიმართა.

სოციალური ქსელის საშუალებით, დღეს რუსთაველებმა ქალაქის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს. ტურს მუზეუმის დირექტორი ნაზი პაჭიკაშვილი ხელმძღვანელობდა.