ესპანეთში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 27 778-მდე გაიზარდა

ესპანეთში, კორონავირუსით სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი მესამე დღეა 100-ს არ აჭარბებს. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ვირუსით 83 ადამიანი დაიღუპა. 

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 27 778-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღემდე კორონავირუსი ესპანეთში 232,000-ზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა.