კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აგრარული ბაზრების მიმართ გაცემული მოთხოვნა, რომ მოვაჭრეებმა საქმიანობა ხელთათმანებით უნდა განახორიცელონ ე.წ. სტამბოლის ბაზრის აგრარულ ნაწილში არ სრულდება. TV4-ის გადამღებმა ჯგუფმა დღეს ადგილზე უამრავი კადრი გადაიღო, სადაც ნათლად ჩანს, რომ მოვაჭრეები საქმიანობას ხელთათმანების გარეშე ახორციელებენ. სურსათის ეროვნული სააგენტო კი ამ ფაქტზე არ რეაგირებს, თუმცა ბაზარში არსებული სიტუაციის მონიტორინგი მისი პირდაპირი მოვალეობაა. ბაზარში დილიდან იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნულის სააგენტოს წარმომადგენლები, თუმცა მონიტორინგს რომ არაეფექტურად ახორიცელებენ ეს ფაქტია.
ადგილზე მყოფმა სააგენტოს წარმომადგენლემა TV4-ის კითხვებს არ უპასუხა. პასუხების მისაღებად სეს-ის პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა პასუხის გაცემა ისევ არ ისურვეს.
ბაზრის მენეჯმენტი აცხადებს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარში ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს და სააგენტოს მიერ გაცემულ მითითებებს პირნათლად ასრულებენ.
აგრარულ ბაზარში მოვაჭრეები TV4-თან მომხმარებლების სიმცირეზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ აგრარულ ბაზარში მოქალაქები ძველებურად ხშირად არ დადიან. მოვაჭრეების განცხადებით, იმ ფონზე, რომ პროდუქტის რეალიზებას მომხმარებლების სიმცირს გამო ვერ ახდენენ, პროდიქტის ასაღები ფასი კვლავ მაღალია, რაც მათ ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აყენებს.
მომტაებულ ფასებზე საუბრობენ ჩვენი რესპონდენტი მომხმარებლებიც.