ე.წ სტამბოლის ბაზრის აგრარული ნაწილი გაიხსნა

 ე.წ. სტამბოლის ბაზრის  აგრარულ ნაწილი გაიხსნა.როგორც ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ,მოვაჭრეებმა მუშაობა დილიდან გაახლეს

 ბაზრის დირექტორის, მამუკა ცხოვრებაძის ინფორმაციით,  ბაზარში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციაა დაცული და  ბაზრის ფუნქციონირება ყველა დაწესებული სტანდარტის შესაბამისად ხდება. 

როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ბაზარში როგორც მოვაჭრეების, ასევე მომხმარებლის სიმცირეა. ბაზარს ერთი შესასვლელი და ორი გასასვლელი აქვს. ადგილზე მოსულ მომხარებლებს თერმოსკრინიგი უტარდებათ. მოვაჭრეები საქმიანობას პირდაბეებითა და ხელთათმანებით ახორციელებენ.

ადგილზე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და რეკომენდაციების შესრულებას მონიტორინგს უწევენ. 

 

ე.წ სტამბოლის ბაზრის აგრარული ნაწილი გაიხსნა

📢ე.წ სტამბოლის ბაზრის აგრარული ნაწილი გაიხსნა📢მოვაჭრეებმა მუშაობა დღეს დილიდან გაახლეს

Geplaatst door TV4.ge op Donderdag 7 mei 2020