ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ყურადღებას დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობაზე ამახვილებს და აცხადებს,რომ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღი მოკრძალებულად აღინიშნება.
დავით შერაზადიშვილის თქმით, იმ ფონზე ,რომ სახელმწიფო კორონავირუსთან ბრძოლას ეფექტურად იმკლავდება, მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქემ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და ყველა არსებული რეკომენდაცია შეასრულოს.
“102 წლის წინ, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საუკუნის წინ, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფუძველი ჩაეყარა. თუმცა, საბჭოთა ოკუპაციამ ამ პროცესს თავისი ტრაგიკული დაღი დაასვა. 1991 წელს კი ჩვენმა ერმა ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებლობა და ამ პერიოდიდან მოყოლებული ყველანი ერთად გავნითარებულ და ძლიერ საქართველოს ვაშენებთ.
თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ღირებულება არაფერია, ამაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაც კი გვარწმუნებს. თავისუფლება ესაა სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტი, რომელიც ქვეყნის წარმატებასა და კეთილდღეობას განაპირობებს.
გილოცავთ 26 მაისს, დღეს, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსხვავებების მიუხედავად აერთიანებს. წელს ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მოკრძალებულად აღვნიშნავთ. დღეს, როდესაც საქართველო კორონავირუსს წარმატებულად უმკლავდება, ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით შევასრულოთ მედიკოსების რეკომენდაციები. დარწმუნებული ვარ, COVID-19-სა და სხვა გამოწვევებს ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად დავძლევთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არასოდეს არ დაგვეკარგოს თავისუფლების სიყვარული.
ვისურვებდი ჩვენს სახელმწიფოს ყველა დასახული მიზანისთვის დროულად მიეღწიოს და თითოეულ ჩვენგანს კიდევ უფრო წარმატებულ, განვითარებულ და ძლიერ საქართველოში გვეცხოვროს!“-აცხადებს მუნიციპალიტეტის პირველი პირი