„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის ნაცვლად, კარანტინში მოხვდება.
ცნობისთვის, საუბარია, ისეთ ბრენდულ მაღაზიებზე როგორიცაა, “ზარა”, “მასიმო დუტი”, “ოიშო”, “ბერშკა”, “სტრადივარიუსი” და ა.შ. რომლებიც თბილისში, დიდი სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი.
” დამატებით ღონისძიებებს ვატარებთ. იმიტომ, რომ ბრენდები, რომელსაც წარმოვადგენთ, ეს არის ესპანური, ბრიტანული ბრენდები, რომლებსაც გაცილებთ მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში მოუწიათ ოპერირება.
შესაბამისად, ეს საერთაშორისო გამოცდილება ჩვენ გაგვიზიარეს.
მაგალითისთვის, ჩვენ გასახდელ ოთახებს გავაუქმებთ, რათა ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, სამაგიეროდ, გავზრდით მობრუნება-გადაცვლის პროცედურებს.
ამასთან, მობრუნებული ტანსაცმელი დარბაზის ნაცვლად მოხვდება კარანტინში და ჩაუტარდება დეზინფექცია. ამ პროტოკოლებით ჩვენ აბოსოლუტურად ვუზრუნველყოფთ უსაფრთხო ოპერირებას. მოსაზრებები, რომელიც იყო, რომ ტანსაცმელი მაღალი რისკია, აბსოლუტურად გამოვრიცხეთ ჩვენი პროტოკოლებით. ამიტომ, კარგი იქნებ, თუ ამას გაითვალისწინებენ და მოგვცემენ ოპერირების საშუალებას“,-განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.