თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ გამზირზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს, რომელიც, სავარაუდოდ, ბლლაგვი საგნით მოკლეს.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.