თეთრიწყაროდან საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა. თეთრიწყაროდან  ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილ ორ მცირეწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საკარანტინო სივრციდან კორონავირუსზე საკვლევად დედისა და მისი ორი შვილის, ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი. ბავშვებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ. აღსანიშნავია, რომ ერთი მცირეწლოვანი 4 წლისაა, ხოლო მეორის -7. 

პაციენტებს უახლოეს მომავალში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.