თეთრიწყაროს მერი-დადასტურებული ახალი შემთხვევები ცნობილ კლასტერთან არის კავშირში

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევები თეთრიწყაროს სამედიცინო კლასტერთან არის კავშირში-ამის შესახებ tv4-ს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა,გიორგი ქორიძემ განუცხადა. 

მუნიციპალიტეტის პირველი პირის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით თეთრიწყაროში კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული, რასაც სამი ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრცეებიდან დაემატა. 

“დღეისთვის თეთრიწყაროში კორონავირუსის 54 შემთხვევაა,  დაემატა 3 ახალი შემთხვევა საკარანტინო სივრცეებიდან. ახალი შემთხვევები ცნობილ კლასტერს უკავშირდება. 54 ინფიცირებული ადამიანიდან, 23 ექიმია , დანარჩენი , აბსოლუტური უმრავლესობა მათი ახლო კონტაქტები .

გუშინ ჯანდაცვის ცენტრის ექთნების მიერ აღებულ იქნა 15 საკვლევ მასალა, ყველა მათგანის შემთხვევაში პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა. ჯამში თეთრიწყაროში PCR ტესტი 308 პირს ჩაუტარდა. კარანტინში ამ დროისთვის იმყოფება 46 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 40 – მდე ადამიანი. “-განაცხადა გიორგი ქორიძემ 

ამასთან, თეთრიწყაროს მერის ცნობით, დღეს იგეგმება 13 პირის გამოკვლევა. მუნიციპალიტეტში მიმდინარეობის მოსახლეობის თერმოსკრინინგი

“დღეს იგეგმება 13 პირის ტესტირება. პარალელურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგის პროცედურა, რაც ამ დრომდე ჩატარებული აქვს 12 000-ზე მეტ ადამიანს. მათგან საეჭვო სიმპტომები ჯერ არ გამოვლენილა.თერმოსკრინიგი ხელმეორედ ტარდება იმ სოფლებში სადაც “კოვიდ-19” გამოვლინდა . გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული შენობის , სავაჭრო ობიექტების თუ კორპუსების დეზინფიცირება ჩატარდა. ასევე აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია, განსაკუთრებით არა ქართულ სოფლებში . ქალაქ თეთრიწყაროში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა კვლავ გრძელდება.”-აცხადებს მუნიციპალიტეტის პირველი პირი