თეთრიწყაროს მკვიდრს COVID19 დაუდასტურდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან გადააგზავნეს.

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში სულ 8 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში იყო გადაგზავნილი და მათგან კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა.

UPDATE: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, თეთრიწყაროში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ორივე სამედიცინო კლასტერს განეკუთვნება.