თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, დღესვე კოვიდ-19-ზე საკვლევი მასალა 8 პირს აუღეს.
აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრი ადგილზე უზრუნველყოფს საეჭვო პაციენტებისთვის ლაბორატორიულ კვლევებს, რომლებიც შემდგომ ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება.
დღეის მდგომარეობით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით COVID-19 -ის 47 დადასტურებული შემთხვევა. თვითიზოლაციაში იმყოფება 47 პირი, კარანტინში – 95 სტაციონარში 47. ჯამურად ჩატარებულია 293 პისიარ კვლევა. მთლიანად ეპიდკვლევა ჩატარდა 434 პირთან.
ქალაქ თეთრიწეყაროში და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება, ამ ეტაპისთვის აღნიშნული პროცედურა ჯამურად 12 000-ზე მეტ პირს ჩაუტარდა.