თეთრიწყაროში მოსახლეობის თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში,ქალაქ თეთრიწყაროში თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი  მიმდინარეობს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,ბოლო მონაცემებით,სამედიცინო შემოწმება   2000-მდე პირს ჩაუტარდა. 

 პროცესში ჩართულები არიან ადგილობრივი მოხალისეებით დაკომპლექტებული ჯგუფები.

თერმოსკრინინგი ეტაპობრივად ქალაქში შემავალ მოსახლეობას სრულად მოიცავს. პროცედურის ფარგლებში ფასდება მოქალაქეთა ზოგადი მდგომარეობა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხდება მათი ჰოსპიტალიზაცია და ზუსტი დიაგნოსტიკა.