თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფიცირებული ორი არასრულწლოვანი სამედიცინო კლასტერს უკავშირდება,აღნიშნული პირები რამდენიმე დღის წინ, თეთრწყაროდან ანაკლიიის საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს და შემდეგ გადმოიყვანეს თბილისში-ამის შესახებ ჟურნალისტებს, თეთრიწყაროს მერმა,გიორგი ქორიძემ განუცხადა.
მუნიციპალიტეტის პირველი პირის ინფორმაციით, ჯამში თეთრიწყაროში კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა.
„გუშინ საღამოს 2 ახალი შემთხვევა დაგვემატა და საერთო ჯამში, 47 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. საკარანტინე სივრცეში გადაყვანილი პირებიდან 4 და 7 წლის ბავშვებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი მედიკოსთა კლასტერს განეკუთვნებიან. აღნიშნული პირები რამდენიმე დღის წინ, თეთრწყაროდან ანაკლიიის საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს და შემდეგ გადმოიყვანეს თბილისში. ამ დროისთვის 227 ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში, კარანტინში კი 111 ადამიანი იმყოფება. პარალელურ რეჟმში, სადაც covid19 გამოვლინდა, თერმოსკრინინგი მიმდინარეობს და 8610 ადამიანს ჩაუატარდა თერმოსკრინინგი, სიცხე არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. “-განაცხადა გიორგი ქორიძემ