თეთრიწყაროში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურნა

 თეთრიწყაროში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურნა, მუნიციპალიტეტში “კოვიდ 19” 55 პირს აქვს დადასტურებული. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 20 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინში 26 მოქალაქე, სტაციონარში მკურნალობს 34 პაციენტი, თერმოსკრინინგის პროცედურა ჩატარებული აქვს 17 886 პირს. მუნიციპალიტეტში პი-სი-არ ტექნოლოგიით ტესტირება ჩატრებული აქვს ჯამში 618 პირს.