თეთრიწყაროში კორონავირუსზე საკვლევ ნიმუშების ტესტებს ადგილობრივი სპეციალისტები აიღებენ. როგორც თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ,ჭაბუკა იოსელიანმა tv4-ს განუცხადა, თეთრიწყაროში ორი მედდა გადამზადდება, რომლებიც საეჭვო პაციენტებს ანალიზის ნიმუშებს ადგილზე აუღებენ და შემდეგ ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნიან.
ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, მედდები მარნეულის “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში გადამზადდებიან. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში ინფიცირებული პირების ყველა კონტაქტი მოძიებული და შემოწმებულია. თეთრიწყაროში გამოიკვლევენ კიდევ ექვსი საეჭვო პაციენტის ანალიზის ნიმუშებს.
ჭაბუკა იოსელიანის განცხადებით, შემოწმდა ყველა ოჯახი,რომელთანაც თეთრიწყაროს ინფიცირებულ სამედიცინო კლასტერს კავშირი ჰქონდა. თეთრიწყაროდან კარანტინში ამ დროისთვის 100-მდე ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაშია 177 პირი. ჯამში კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა.