თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში COVID19-ით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც მუნიციპალიტეტში tv4-ს განუცხადეს, 2 ინფიიცრებული პაციენტი ინფიცირებულები სამედიცინო კლასტერიდან არიან, ხოლო ორი საკარანტინო სივრცეებში იყო გადანაწილებული.
საქართველოში ბოოლო 24 საათში გამოვლენილი 9 ახალი შემთხვევიდან 4 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
„ბოლო 24 საათში ცხრა ახალი შემთხვევაა დადასტურებული და ახლა არის 635 შემთხვევა. ეს არის ძირითადად ცნობილი წყაროები. ამ ცხრა პაციენტიდან ყველაზე მეტი არის თეთრიწყაროს კლასტერიდან,” – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის, თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირების 51 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.