თეთრიწყაროში კორონავირუსისგან 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თეთრიწყაროში კორონავირუსისგან ექვსი ადამიანი განიკურნა. როგორც თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში  tv4-ს განუცხადეს, ექვსივე პაციენტი მუნიციპალიტეტის ცნობილ სამედიცინო კლასტერს უკავშირდება.

შემცირდა კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობაც.

გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში თეთრიწყაროდან 13 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გადააგზავნეს, საიდანაც კოვიდინფექცია არცერთს დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, თეთრიწყაროში ამ დროისთვის კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა შორის 23 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.