თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ზე გუშინ აღებული 19 საკვლევ მასალაზე ტესტების პასუხები, დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
დღეისათვის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში COVID-19-ის 55 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ერთზე ტესტმა თავდაპირველად დადებითი პასუხი აჩვენა, ხოლო შემდგომმა ტესტირებამ – უარყოფითი. ინფიცირებულებიდან 8 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, სტაციონარში კი 46 მკურნალობს.
კარანტინში 12 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 24 ადამიანი.
თეთრიწყაროში თერმოსკრინინგი ჯამში 13 951 პირს ჩაუტარდა, პი-სი-არ ტექნოლოგიით ტესტირება კი 365-ს.
25 აპრილიდან თეთრიწყაროს ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს