თეთრიწყაროში კორონავირუსისგან კიდევ სამი ადმაიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში მუნიციპალიტეტში „კოვიდ 19“ 19-მა ადამიანმა დაამარცხა.
ამ დროისთვის თეთრწიყაროში კორონავირუსი 54 პირს აქვს დადგენილი. თვითიზოლაციაში იმყოფება 28, ხოლო კარანტინში 24 მოქალაქე, სტაციონარში 35 პაციენტი მკურნალობს, თერმოსკრინინგის პროცედურა ჯამში ჩატარებული აქვს 15 796 პირს.
პი-სი-არ ტექნოლოგიით კი თეთრიწყაროში 406 ადამიანი გამოიკვლიეს. აღსანიშნავია რომ მუნიციპალიტეტში მეშვიდე დღეა კოვიდინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.