COVID 19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების დახმარება გრძელდება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ 300 მარტოხელა ხანდაზმულს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ პირველადი სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადაეცათ.
ბენეფიციარებს ამანათები თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ, საქართველოს წითელი ჯვრის თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნინო ბაიდარაშვილმა და მოხალისეთა ჯგუფებმა გადასცეს.
ინფორმაციისთვის, ჰუმანიტარული აქციების ფარგლებში, დახმარება 1000-მდე შეჭირვებულ ოჯახს უკვე გაეწია.