კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ხსნარებით დეზინფექცია ჩაუტარდა ქალაქ თეთრიწყაროს ცენტრალურ ქუჩებს და მეორეხარისხოვან გზებს. პროცესში ჩართულები იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის და მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
სამუშაო პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ.