თეთრიწყაროში 195 გამოკვლეული პირიდან, კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 195 პირი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

მერიის ცნობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“ სულ 55 პირს აქვს დადასტურებული, მათ შორის 21 გამოჯანმრთელდა. დღემდე თეთრიწყარო წითელ ზონად რჩება და ჩაკეტილია.