თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ TV4-ს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში თეთრიწყაროდან 13 ადამიანის ბიოლოგიური ნიმუში გადააგზავნეს, საიდანაც კოვიდინფექცია არც ერთს დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, თეთრიწყაროში ამ დროისთვის კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ინფიცირებულთა შორის 23 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.