თეთრიწყაროში COVID19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 9 ადამიანის საკვლევი მასალა გადააგზავნეს, საიდანაც კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტი 42 ადამიანს აუღეს და COVID-19 არც ერთს დაუდასტურდა.

თეთრიწყაროში ახლა საკარანტინო ზონებიდან გადაგზავნილი მასალების პასუხებს ელოდებიან.