თეთრიწყაროში ინფიცირებული პირების ჯამში 276 კონტაქტია მოძიებული, რომლებიც თვითოლაციაში იმყოფებიან, 111 ადამიანი იმყოფება მკაცრ საკარანტინო სივრცეში-ამის შესახებ თეთრიწყაროს მაჟრიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა განაცხადა.
მისივე ცნობით, PCR ტექნოლოგიით ტესტირება ჯამში 285-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.ჯამში მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული.
დღესვე, თეთრიწყაროში მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახების სასურსათო პაკეტები გადეცათ. ადგილობირვი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სამ სოფელში:სამშვილდეში, დაღეთსა და ქოსალარში მცხოვრებ 62 ოჯახს სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ამანათები გადასცეს.
თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში გრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი , მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.