თეთრიწყაროში კორონავირუსისგან კიდევ ცხრა ადამიანი გამოჯანმრთელდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მთავრობა თეთრიწყაროს უახლოეს დროში გახსნას გეგმავს.

ბოლო მონაცემებით მუნიციპალიტეტში “კოვიდ -19″ ის ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა , ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 9 -ით გაიზარდა და ჯამში კორონავირუსისგან რაიონში 34 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მუნიციპალიტეტში ვირუსული ინფექცია 55 ადამიანს პირს აქვს დადასტურებული. თეთრწყაროში თვითიზოლაციაშია 12 ადამიანი,ხოლო კარანტინის რეჟიმში რჩება 34 მოქალაქე. კოვიდის მიმღებ სხვადასხვა დაწესებულებებში მკურნალობას აგრძელებს თეთრიწყაროში ინფიცირებული 21 პაციენტი