მედიის ინფორმაციით, პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 107 ადამიანი იმყოფებოდა, საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. კატასტროფა ქალაქ ყარაჩიში მოხდა.
მედიის ცნობით, კატასტროფის შემდეგ, თვითმფრინავი ცეცხლის ალში გაეხვა. ამ წუთებში მეხანძრეები მის ჩაქრობას ცდილობენ.
ცნობისთვის, პაკისტანის ავიახაზების ლაინერი ქალაქ ლაჰორიდან ყარაჩიში მიემგზავრებოდა.