საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 18 მაისიდან სილამაზის სალონები იხსნება- თუ რა პროცედურები იმოქმედებს სალონებში და ესთეტ ცენტრებში ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა.
ნათია თურნავას განცხადებით, სალონებში ელექტრონული რიგები დაწესდება და სოციალური დისტანცია დაცული იქნება
დამატებით განმარტებას აკეთებენ ჯანდაცვის სამინისტროშიც:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სილამაზის სალონები, რომელიც მცირე ბიზნესის ძალიან დიდი სეგმენტია, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი იყო.ამასთან, თურნავა ამბობს, რომ სილამაზის სალონები პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც ამოქმედების შემდეგ იქნება დაწესებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ 18 მაისიდან საქართველოში სილამაზის სალონები და ესტეთ ცენტრები ამუშავდება.