საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორემ განაცხადა, რომ ოჯახი ცოლის, ქმრისა და შვილებისაგან, მათ კი რმწენა და სიყვარული უნდა ამთლიანებდეთ.
აღნიშნული განცხადება კათალიკოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას გააკეთა და ამ გზით ოჯახის სიწმინდის გამოეხმაურა.
“დღეს ურთულესი დროა, საერთოდ უნდა ითქვას, რომ ოჯახი მუდამ დიდი პრობლემა იყო ადამიანისთვის. ოჯახი შედგება ცოლისა და ქმარისგან და შვილებისგან. განსხვავებული ხასიათებია, მაგრამ იმათ უნდა ამთლიანებდეს რწმენა და სიყვარული. ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერია, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა. ხალხი გაამთლიანა და გახადა ერთიანი”,- აღნიშნა ილია მეორემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ 2014 წელს გამოაცხადა.