პოლიციამ გამოძალვის ბრალდებით, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოძალვის ფაქტზე, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, გამოძალვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს.