ირაკლი ტაბაღუა -რუსთავში ინფიცირებული სტუდენტის 35-მდე კონტაქტია მოძიებული

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული სტუდენტის 35-მდე კონტაქტია მოძიებული,ხოლო მასთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ შვიდ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა-ამის შესახებ Tv4-ს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა.

როგორც ქალაქის პირველმა პირმა განაცხადა, დღეს ცნობილი გახდა ,რომ სტუდენტის მჭიდრო კონტაქტში მყოფ შვიდ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„არ დადასტურდა პირველად კონტაქტებზე ვირუსი, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. 35-მდე გარე კონტაქტია მოძიებული. საინკუბაციო პერიოდიდან გამომდინარე, დაკვირვებას ვაგრძელებთ. პირველადი ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის“, – აცხადებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა

მისივე ცნობით,სტუდენტის ოჯახის წევრებს და მეგობრებს სავარაუდოდ,მკაცრ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

ამასთან,ირაკლი ტაბაღუას ცნობით ჯერჯერობით კვლავ უცნობია სტუდენტის ინფიცირების წყარო.

 

ამ დრომდე გრძელდება კონტაქტების მოძიების პროცესი და ტარდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.