პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩოქოვანის განცხადებით, მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავს.
მისივე განცხადებით, , საკითხთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგებთან ერთად მიღებს.
გვაქვს ახალი რეალობა, რომელიც არის კონცენტრირებული და ორიენტირებული COVID 19-ის კონტროლზე და მექანიზმებზე. ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც შეზღუდვა, ეს არის ხელშეწყობა იმისა, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს ეპიდაფეთქება ხელახალი და ქვეყანაში რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა. შესაბამისად, ამის მენეჯმენტიც იყოს ადეკვატური.
ეს არის ყველა ნაბიჯი, რომელიც ქმნის საშუალებას, რომ როგორც სწრაფად, ოპერატიულად და შედეგიანად შევძელით COVID 19-ის მართვა, ასევე სწრაფად და ეფექტურად შევძლოთ ჩვენი ეკონომიკის გახსნა და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება. მაგრამ ეს ჩვეულებრივი რეჟიმი იქნება განსხვავებული რეჟიმი, რომლის გათვალისწინებაც ყველას მოუწევს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.