იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 165 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 165 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მონაცემი 14 მარტის შემდეგ „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი ყოველდღიური მაჩვენებელია.

ქვეყანაში, ასევე, იკლებს ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსი 802 ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის დაწყებიდან იტალიაში კორონავირუსი სულ 219 070 პაციენტს გამოუვლინდა. აქედან 105 186 ადამიანი გამოჯანმრთელდა.