იტალიაში, ბოლო 24 საათში COVID19-ს 269 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 269 ადამიანი გარდაიცვალა.

იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს მონაცემებით, გასულ 24 საათში აღრიცხულია ინფიცირების 1 965 ახალი შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო ოდენობა 28 236-ს აღწევს, ინფიცირებულთა რიცხვი კი 207 428-ია.