იტალიაში კორონავირუსს ბოლო 24 საათში 274 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 274 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ჯამში 29 958 შეადგინა.

გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1 401 ადამიანი დაინფიცირდა. იტალიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 215 858 აღწევს. აქედან 96 000-ზე მეტი პაციენტი ვირუსისგან გამოჯანმრთელდა

იტალია, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა.