კახეთი ისევ მწვანე ზონაა- ექიმს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

კახეთი ისევ მწვანე ზონაა. ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კოვიდ ინფიცირება გაფართოებული კვლევებით არ დაუდასტურდა.

როგორც  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა, განმეორებითმა ტესტმა აჩვენა, რომ ექიმს კორონავირუსი არ აქვს.

„გუშინ განმეორებითი ტესტის პასუხი დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მოვიდა უარყოფითი. ამის შესახებ დეტალურ განმარტებებს და ოფიციალურ განცხადებას 11:30 საათზე გავაკეთებთ“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.