კახეთში სეტყვის გამო რეგიონის ცალკეულმა მუნიციპალიტეტმა ზარალი განიცადა. სტიქიამ ყველაზე მეტად სიღნაღის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელი დაისეტყვა.
არსებული ინფორმაციით ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მოწმდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და მიყენებული ზიანის შესახებ კონკრეტული მონაცემების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი.